დანიშნულების ადგილი
შესვლა
გამოსვლა

უახლესი სტატიები

კვირა, 10 ივლისი 2022 31417
Book Hotel with Crypto or Digital wallets in Georgia
კვირა, 10 ივლისი 2022 63913
Book Hotel with Crypto or Digital wallets in Georgia

ტურები

ხშირად დასმული კითხვები

  • როგორ შემიძლია დავჯავშნო ბინა/ოთახი?

    დასაწყისისთვის უნდა შეხვიდეთ BookingSafe-ის მთავარ გვერდზე, სადაც მიუთითებთ სასურველ დანიშნულების ადგილს, სასურველ თარიღს და ადამიანთა რაოდენობას (შეგიძლიათ დააკონკრეტოთ მოზარდთა და ბავშვთა რაოდენობა). საძიებო ფილტრები საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ სასურველი ადგილი მდებარეობის, ფასის, მანქანისთვის საჭირო პარკინგის, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის და კიდევ სხვა საჭიროებების მიხედვით. ძიების შედეგად მოცემული იქნება იმ ბინების/სასტუმროების სია, რომლის დაჯავშნაც შეგეძლებათ თქვენ მიერ მითითებულ თარიღებში. თითოეული ბინის/სასტუმროს შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის (აღჭურვილობა, ზუსტი ადგილმდებარეობა, დასაქირავებლად გასათვალისწინებელი პირობები და ა.შ) სანახავად დააწკაპუნეთ მის დასახელებაზე. მას შემდეგ, რაც აირჩევთ ბინას და შეავსებთ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას, შესაძლებელი იქნება აირჩიოთ გადახდის მეთოდი. ჯავშნის საფასურის გადასახდელად ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი გადახდის მეთოდი უნდა აირჩიოთ: Skrill, Paypal, BTC ან Webmoney. ჯავშნის საფასურის გადახდის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მომენტალურად მიიღებთ დასტურს და ყველა დეტალს თქვენი ჯავშნის შესახებ.

  • როგორ შემიძლია დავჯავშნო ბინა განსაკუთრებული მახასიათებლებით?

    BookingSafe-ის საძიებო სისტემა საშუალებას გაძლევთ გაფილტროთ მონაცემები თქვენი საჭიროების მიხედვით. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ -info@BookingSafe.com

  • კითხვა მაქვს ქონების მახასიათებლებთან დაკავშირებით. რა უნდა გავაკეთო?

    BookingSafe-ზე არსებული მონაცემები ყველაზე დეტალურია ბაზარზე. თქვენ აუცილებლად შეძლებთ მოიძიოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რადგან ჩვენი მიზანია კლიენტებისთვის მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდება იმისათვის, რომ მარტივი იყოს გადაწყვეტილების მიღება და დაჯავშნა. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის ეჭვი ნებისმიერი მახასითებლის შესახებ, შეგიძლიათ მოგვწეროთ info@BookingSafe.com-ზე ან დაგვისვათ კითხვა ონლაინ სასაუბროს მეშვეობით.

  • რა დროს შემიძლია ბინაში შესვლა/გამოსვლა?

    აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბინის შესახებ ინფორმაციაში - განყოფილებაში "პოლიტიკა". ასევე თქვენ თავად შეგიძლიათ აცნობოთ მფლობელს თქვენი ჩამოსვლის სავარაუდო დრო.